logo_geo
eng_logo
სოსო რობაქიძე: მოსამართლე ამ საქმეს აბუჩად იგდებს!
- +

8 მარტი. 2016. 03:32


გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, მოსამართლე, რომელსაც ბუტა რობაქიძის საქმე აბარია, სასამართლო პროცესებს განგებ აჭიანურებს, თან ისე, ომ მიზეზებსაც არ ასახელებს.


როგორც გადაცემა „პრიორიტეტში" სოსო რობაქიძემ განაცხადა, მას ეჭვი აქვს, რომ ბუტა რობაქიძის საქმე განგებ ჭიანურდება:



„ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტებს. ეს იყო დღეს პატარა ჩანასახი, პროტესტი გამოვხატეთ იმის გამო, რომ მთელი ოთხი წელიწადია საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლეს მთელი ოთხი თვე ჰქონდა გადადებული პროცესი, მერე ვიღაცას ფეხი მოტყდება, ვიღაცას გული ასტკივდება და ა.შ. მოსამართლე ამ საქმეს აბუჩად იგდებს ცემი აზრით, თორემ საქმე გამოძიებულია და დღეს ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლოზე.

 

იური ვაზაგაშვილის სასამართლო პროცესი, როდესაც უნდოდათ კვირაში ერთხელ ინიშნებოდა. არ შეიძლება ადამიანი ასე აწვალო და ფსიქოლოგიურ სტრესში ვიყო მთელი ცხოვრება!

 

უკვე სამი წელიწადი და ცოტა მეტია ვუყურებ, ეს კაცი ამ საქმეს თავს არ ადგამს და თუ იმდენი საქმე აქვს, რომ არ სცალია, შეუძლია თავის თავს აცილება გაუკეთოს ამ საქმეზე. ვერ გავიგე, თუ ხელი ეშლება ვინმესგან თქვას. პროცესებზეც იგვიანებს, არავის არაფერს არ ეუბნება. შეეძლო საქმე ოთხ თვეში დაესრულებინა."- განაცხადა სოსო რობაქიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner