logo_geo
eng_logo
„სკანდალი მხოლოდ პაპუაშვილისთვის ნიღბის ჩამოხსნით არ ამოწურულა”
- +

8 აგვისტო. 2016. 16:42


 

სკანდალი მხოლოდ მოსამართლეთა დაპირისპირებით და პაპუაშვილისთვის ნიღბის ჩამოხსნით არ ამოწურულა. ამ თემას გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიას უძღვნის. სტატიაში ნათქვამია, რომ საქმე კიდევ უფრო ღრმად წავიდა და იურისტებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, ჟურნალისტებმა და კიდევ ბევრმა სხვამ, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდა, მასშტაბურად დაიწყეს ქექვა თითოეული სარჩელის მიღმა.

ამის ძალიან მარტივი შესაძლებლობაც არსებობს. ყველა სარჩელი საკუთარი ისტორიით" საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. მთავარია ლოგიკური ბმა და ყველაფერი ხელისგულზე იკითხება.

მაგალითად, ის, რომ რუსთავი 2"-სა და შპს ტელეკომპანია საქართველოს" ყველა სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში დაასრულა საქმის განხილვა და შესაბამისი, სამართლებრივი შედეგიც დააყენა. პირველ შემთხვევაში, 6 დღეში, მეორე შემთხვევაში კი, ზუსტად ერთ კვირაში.

როგორც ირკვევა, სწორედ ტელეკომპანია საქართველოს შემთხვევაშიც იგივე მომხდარა, რაც სკანდალურად გახმაურებულ კაბელების საქმეზე" - უკვე რეგისტრაციაგავლილ საქმეს დაემატა მოთხოვნები და ისევ შებრუნდა სასამართლოში იგივე რეგისტრაციის ნომრით", - წერს „პრაიმტაიმი".

პაპუაშვილისთვის და მისთვის სანდო პირველი კოლეგიისთვის, სადაც 4 მოსამართლიდან სამი, როგორც ირკვევა, მეგობრობით, ძველ სამსახურში უფროს-უმცროსობით, კურსელობითა და ნათელმირონობით არიან დაკავშირებულნი „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, პრობლემას არ წარმოადგენს, რომ 1 დღეში, ან ერთ კვირაში საქმე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაეცეს კოლეგიას, კოლეგიის თავმჯდომარის მიერ დაეწეროს მომხსენებელ მოსამართლეს, მომხსენებელმა

 „პრაიმტაიმი" იმ ადვოკატებს ესაუბრა, რომელთა კლიენტები არასდროს ყოფილან ქალაქის მერები, არც ტელეკომპანიების ხელმძღვანელები, არც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებიც, ასევე, თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინიც გიგი უგულავასავით ციხის საკნებში ელოდებიან, მაგრამ სასამართლო მათ თავისუფლებასა და უფლებაზე ანალოგიურად არ რეაგირებს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner