logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: კულტურის სამინისტროში თუ სხვა უწყებაში მიმდინარე რეფორმები შეადარო უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრას, არის ტოტალური ზნედაცემულობა!
- +

14 მარტი. 2022. 21:54

 

 

„ქართული ოცნების“ ცალკეულ მოღალატეებს საზოგადოება დიდი ხანია მიეჩვია. მაგრამ ვერასდროს შეეგუება უზნეობას! რა შედარებაა, რა „მეტაფორაა“ ეს სამარცხვინო განცხადება?!“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რატი ამაღლობელის ფეისბუკპოსტს, რომლის თანახმად ამაღლობელი წერს, რომ რასაც რუსული ავიაცია და არტილერია შვება უკრაინის ქალაქებში, დაახლოებით იგივეს შვება წულუკიანი ქართულ კულტურაში.

 

„ქართული ოცნების“ (რატი ამაღლობელი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია) ცალკეულ მოღალატეებს საზოგადოება დიდი ხანია მიეჩვია. მაგრამ ვერასდროს შეეგუება უზნეობას! რა შედარებაა, რა „მეტაფორაა“ ეს სამარცხვინო განცხადება?! ახლობელს შეიძლება გამოუცხადო სოლიდარობა, მაგრამ კულტურის სამინისტროში თუ სხვა უწყებაში მიმდინარე რეფორმები შეადარო უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრას, არის ტოტალური ზნედაცემულობა! ამაღლობელი თურმე შეწუხდა, რომ კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner