„უკრაინა ცეცხლში იწვის და მსოფლიოს თვალწინ ნადგურდება“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
„ეს ტრაგედია უნდა შეწყდეს. ამ ყველაფრის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე საშინელ პროპორციებს აღწევს. გვჭირდება საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სერიოზული მოლაპარაკებების გამართვა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშის თქმით, გაერო დამატებით 40 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების გასაზრდელად.