ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება. ახლახან ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის წინაარმდეგ სანქციების მეოტხე პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. მათ მხარს ვუჭერთ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტითა და 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარებით“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე.