logo_geo
eng_logo
ესტონეთის პარლამენტი გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოსაცხადებლად
- +

14 მარტი. 2022. 22:52

 

 

ესტონეთის პარლამენტი გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოსაცხადებლად.

 

„ესტონეთის პარლამენტი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სახელმწიფოს დამცველებსა და ხალხს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც დანაშაულებრივი ომი წამოიწყო, და მოუწოდებს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინას მის ომში თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ესტონეთის პარლამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები მშვიდობის წინააღმდეგ დანაშაულს წარმოადგენს, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

 

„ესტონეთის პარლამენტი გაეროს წევრ ქვეყნებს სთხოვს, სასწრაფო ზომები გადადგან არასაფრენი ზონის გამოსაცხადებლად, რათა თავიდან აიცილონ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას შორის უზარმაზარი მსხვერპლი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner