logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა, საქართველოს პრეზიდენტს შევახსენო, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური დანაშაულებრივი გარიგებების
- +

14 მარტი. 2022. 23:40

 

 

„მინდა, კიდევ ერთხელ ყველას და საქართველოს პრეზიდენტსაც შევახსენო, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური დანაშაულებრივი გარიგებების! პოლიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის ნებით წარმოებს და არა პოლიტიკური თამაშებისთვის“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, აუცილებელია კრიტიკული კომპეტენტური პოლიტიკური ოპოზიციაც, მაგრამ შეუძლებელია და საზიანოა კომპრომისების მიღწევა იმ ე.წ. პარტიებთან, რომლებიც ქვეყნის განვითარების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ.

 

„ბევრი ითქვა და ითქმება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტისგანაც ეროვნული თანხმობისა და შიდა განხეთქილების დასრულების აუცილებლობის შესახებ.

 

მაგრამ, მინდა კიდევ ერთხელ ყველას და საქართველოს პრეზიდენტსაც შევახსენო, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და არა ამორალური დანაშაულებრივი გარიგებების! პოლიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის ნებით წარმოებს და არა პოლიტიკური თამაშებისთვის!

 

ცხადია, პოლიტიკური კომპრომისები საჭიროა. აუცილებელია კრიტიკული კომპეტენტური პოლიტიკური ოპოზიციაც, მაგრამ შეუძლებელია და საზიანოა კომპრომისების მიღწევა იმ ე.წ. პარტიებთან, რომლებიც ქვეყნის განვითარების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. რომელთა „პატრიოტიზმი“ - საკუთარი ჯიბის კიდევ უფრო გასქელების პატრიოტიზმია. დესტაბილიზაცია და ქაოსი კი საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ პოლიტიკური მიზნების ასრულების ინსტრუმენტად მიაჩნიათ და ველური აღმოსავლური სატრაპიის აღდგენაზე ოცნებობენ“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner