logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სიმართლე უნდა თქვა პრეზიდენტმა და არა ის, რომ დადგე ვითომ შუაში, ვითომ განყენებულად, დიდაქტიკური ტონით, ოდნავ განზე და ოდნავ ზემოთ
- +

14 მარტი. 2022. 23:43

 

 

„ზურაბიშვილის გამოსვლა ცოტა არათანმიმდევრული იყო. როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ოპოზიციასთან ერთობას მოგვიწოდებს, როდესაც მათი განცხადებები არის ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციის დამაზიანებელი, ლოგიკის დაჭერა ცოტა რთულია“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„როდესაც გყავს ოპოზიცია, რომელიც ამ მძიმე დღეებშიც კი მეხუთე კოლონის როლს ასრულებს, სიმართლე უნდა თქვა პრეზიდენტმა და არა ის, რომ დადგე ვითომ შუაში, ვითომ განყენებულად, დიდაქტიკური ტონით, ოდნავ განზე და ოდნავ ზემოთ. არ მგონია ეს სამართლიანი მოუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივისცემისა ქალბატონი სალომეს მიმართ. პრეზიდენტს უნდა შეეძლოს, რომ ყველას თავისი სახელი დაარქვას. ადამიანს, რომელიც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს უნდა უთხრა, რომ ის აზიანებს ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner