logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს ყველა კონსტიტუციური ორგანოს როლს
- +

15 მარტი. 2022. 00:09

 

 

„თითქოს, ერთი შეხედვით ადვილია, რომ რაღაც დიდაქტიკური ტონით ყველას ჭკუა დაარიგო, მაგრამ სინამდვილეში, სიმართლეა საჭირო, თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანად შევდგეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს ყველა კონსტიტუციური ორგანოს როლს.

 

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მართლა გაოცებული ვიყავი, პრეზიდენტი გამოდის და ამაყობს, რომ მე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დავარღვიეო, არ მესმის ამის. თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუცია უნდა დაერღვია, მაშინ ის მაინც მოეყოლა, რა მიზანი და შედეგი იყო ეს. სახელმწიფოებრიობას ისე არაფერი არღვევს და ანგრევს, როგორც ასეთი კონსტიტუციური პირების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფა და მერე თქმა, რომ შეგნებულად დაარღვიე კონსტიტუცია.

 

პრეზიდენტმა პირადად განაცხადა, რომ მე არ მქონდა უფლება და მაინც წავედი და პირად შეხვედრებად ვაქციეო. მსგავსი რამ არ არსებობს და მართლა არ მესმის, რას ნიშნავს პირადი შეხვედრები?! საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს ყველა კონსტიტუციური ორგანოს როლს. საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს საგარეო და საშინაო პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის დავალებით ახორციელებს საგარეო წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში. შესაბამისად, თუ ის მიდიოდა პირველ რიგში მას უნდა შეეთანხმებინა, რატომ მიდიოდა, ვისთან და რაზე იქნებოდა საუბარი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner