logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია და ყველაფერი, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს მიმართულია ქვეყნის გადარჩენისკენ
- +

15 მარტი. 2022. 00:12

 

 

„საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია და ყველაფერი, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს მიმართულია ქვეყნის გადარჩენისკენ“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

„ჯერჯერობით რაიმე საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის ამ წუთიერად არ ჩანს. ვფიქრობ ჩვენი თავდაცვის მინისტრმა ძალიან ზუსტად შეაფასა ვითარება. მან თქვა, რომ არ გაჩენილა საქართველოს წინაშე რაიმე განსაკუთრებული ახალი საფრთხე, მაგრამ უკვე არსებული საფრთხეები უსაზღვროდ გაიზარდა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ზუსტი შეფასება. ის რაც ხდება უკრაინაში, შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში და შეიძლება მოხდეს კიდეც. ასე რომ, ეს საფრთხეები არსად არ წასულა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner