პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა განახევრებულ ფასად, ხშირ შემთხვევაში კი 60%-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ფარმაცევტული კომპანიები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქულ მხარესთან, რათა მედიკამენტების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „კვირა” „ფარმადეპოს” ქსელის ხელმძღვანელს, ქეთი კოზმანაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, “ფარმადეპოს” აფთიაქებში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების შეძენა უკვე შესაძლებელია.
„ფარმადეპო”-ში 32 დასახელების მედიკამენტი იყიდება. პირველი იყო და არის „ფარმადეპო”, რომელმაც შემოიტანა ეს მედიკამენტები. 32-ვე დასახელების მედიკამენტის გაყიდვა უკვე დაწყებულია და ხელმისაწვდომია. მედიკამენტები არის გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის, დიაბეტით და ნერვოლოგიური დაავადებებისთვის, ძირითადად, ქრონიკული დაავადებებისთვის.
რაც შეეხება ფასებს, აქ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არსებობს ორი ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტები – ისინი, რომლებიც ისედაც არსებობდა – ევროპული ბაზრებისთვის წარმოებული მედიკამენტები, ახლა რეგულაციების ცვლილების შესაბამისად, ჩვენთვის როცა გაიხსნა თურქული ბაზარი უკვე ხელმისაწვდომია თურქული ბაზრისთვის წარმოებული მედიკამენტები. რაც შეეხება ამ ორ ბაზარს შორის ფასის სხვაობას, 46-დან 80%-მდეც კი მერყეობს.
ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი მედიკამენტი შემოვიტანოთ. შეკვეთები გაკეთებულია, რომ ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილება დიდი ხანია, არ შესულა ძალაში, როდესაც ჩვენ მივმართეთ მომწოდებელს გაზრდილი შესყიდვით, მათ სრულად ვერ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა, ამიტომ, ამ ეტაპზე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები “ფარმადეპოს” რამდენიმე აფთიაქში იყიდება, მაგრამ ვმუშაობთ, იმაზე, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში სრულ ქსელში იყოს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა კოზმანაშვილმა.
ამასთან, თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ „ფარმადეპოში” მედიკამენტების ძველი და ახალი ფასების შედარებასაც: