logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: თუ ფიზიკური პირები და ორგანიზაციები არ არიან სანქცირებულების სიაში, სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ, კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, რომ მათ ანგარიშები გაუხსნან
- +

15 მარტი. 2022. 00:55

 

 

„იმ შემთხვევაში, როდესაც სანქციებია დაწესებული, ზუსტად არის განსაზღვრული იმ ფიზიკური ან იურიდიული პირების, ორგანიზაციების სია, რომლებიც სანქცირებულია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქართული ფინანსური ორგანიზაციები, ისევე, როგორც უცხოური, შეზღუდულები იქნებიან და არ გაუწევენ მომსახურებას იმ პირებს, რომლებიც მითითებული არიან სანქციებში“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ფიზიკური პირები და ორგანიზაციები, არ არიან სანქცირებულების სიაში, სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ, კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ და შეუძლიათ, რომ მათ გაუხსნან ანგარიშები.

 

„რაც შეეხებათ იმ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, რომლებიც არ არიან მითითებული ამ სანქცირებულების სიაში, სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ, კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ და შეუძლიათ, რომ მათ გაუხსნან ანგარიშები. ასეც ხდება ამ შემთხვევაში. მთავარი არის ის, რომ პირი ან ორგანიზაცია არ იყოს სანქცირებულთა სიაში. ამავე დროს კომერციული ბანკები აკეთებენ რისკების შეფასებას, ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას ანგარიშების გახსნის შესახებ. ამ შემთხვევაში ბანკისთვის ამოსავალი, რომ დაიწყოს ეს პროცედურა, არის ის, რომ პირი არ იყოს მითითებული სანქცირებულთა სიაში და დანარჩენი უკვე სტანდარტული პროცედურის მიხედვით ხდება, ისევე, როგორც ხდებოდა კონფლიქტამდე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner