„აშშ-მა ნატოს მოკავშირეებსა და აზიის რამდენიმე ქვეყანას შეატყობინა, რომ მოსკოვის თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, შესაბამისი შეტყობინება, რომელიც მოკავშირეებს დიპლომატიური არხებით დაეგზავნათ, ნათქვამი იყო, რომ ჩინეთი აღნიშნულ გეგმებს უარყოფდა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი რომში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა ჯგუფის მდივანს, იან ცზეჩის შეხვდა.
მანამდე ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ჩინეთი შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ რუსეთს დასავლეთის სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება, იმ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება სთხოვა.
რუსეთმა უარყო ინფორმაცია და განაცხადა, რომ მას საკმარისი სამხედრო რესურსი აქვს უკრაინაში ყველა მიზნის შესასრულებლად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.