logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა, რომ კონსტიტუციას არღვევს
- +

15 მარტი. 2022. 01:32

 

 

„ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის კონსტიტუციას არღვევს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „პალიტრანიუსის“ეთერში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას 26 თებერვალს უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

 

მისი თქმით, პირველ რიგში სიტყვა „დაბლოკვა“ არის მიუღებელი, რადგან არანაირ დაბლოკვაზე არ ყოფილა საუბარი.

 

„ის, რაც დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს. მართლაც საინტერესო განცხადება იყო იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტობრივად, გამოვიდა, პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის კონსტიტუციას არღვევს. კონსტიტუციის 52-ე მუხლში პირდაპირ არის გაწერილი, რომ საგარეო ურთიერთობებში, პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრას და ამ პოლიტიკის აღსრულება არის მთავრობაზე მინდობილი. შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტი არის ჩვენი საგარეო ურთიერთობების წარმომდგენელი საერთაშორისო მასშტაბით, ამ კონტექსტში, კონსტიტუციით გაწერილი არის ძალიან დეტალურად, რომ ეს პროცესი უნდა იყოს მთავრობასთან შეთანხმებული. ის, რაც დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, პირდაპირ აჩვენებს, რომ გვაქვს ნიშნები, რომ მთავრობასთან შეუთანხმებლად, კონსტიტუციის უგულებელყოფით, განახორციელა კონკრეტული ქმედება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner