უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
დოკუმენტი საომარი მდგომარეობის 30 დღის ვადით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. საომარი მდგომარეობის ვადა უკრაინაში 26 მარტს, დილის 6-ის ნახევარზე იწურება. წარდგენილი კანონპროექტით კი ერთი თვით, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.