უკრაინის პრეზიდენტმა რადიკალური საგადასახადო რეფორმისა და ყველა კომპანიისთვის საგადასახადო შემოწმების გაუქმების შესახებ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მთავრობა აუქმებს დღგ-სა და მოგების გადასახადს. ამის ნაცვლად კი, წესდება ბრუნვის 2%-იანი გადასახადი. ამასთან, მცირე ბიზნესისთვის გადასახადის ნებაყოფლობით გადახდის პრინციპი იქნება.
„შეგიძლიათ, გადაიხადეთ, არ შეგიძლიათ - კითხვები არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. მისი განმარტებით, ეს საგადასახადო რეფორმის პირველი ნაბიჯებია.