ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ააიპ-ების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განიხილეს დასაქმების პოლიტიკა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. ამ მასშტაბური პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები. ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტების; ქუჩების სახელდების და დამისამართების საჭიროებების, საბინაო და სხვა სოციალური საკითხების შესახებაც, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ.