logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა
- +

15 მარტი. 2022. 12:06

 

 

„პრეზიდენტს ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილი ჰქონდა. ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა,“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვა ასევე მიმართული იყო ამ რეგიონში სტაბილურობისკენ, რომელიც კომპრომისით, დიალოგით, ერთმანეთის მოსმენით და თანამშრომლობით მიიღწევა.

 

„ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლა მართლაც შესანიშნავი იყო, რადგან ხაზი გაუსვა ახლა ერთიანობის მნიშვნელობას. საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანობას, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ერთიანობას, ქართველი ხალხის ერთიანობას, რომელმაც ასეთი თბილი და გულუხვი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ. საქართველომ მსგავსი ტრაგედია არც ისე დიდი ხნის წინ განიცადა, რომლისგანაც დატოვებული ნაიარევი და ჭრილობები ჯერ ისევ ძალიან ახალია ქართველებისთვის. ჩვენ ვნახეთ ქართველი ხალხის გულუხვი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და პრეზიდენტის გამოსვლა ზუსტად ამას ასახავდა. მისი სიტყვა ასევე მიმართული იყო ამ რეგიონში სტაბილურობისკენ, რომელიც კომპრომისით, დიალოგით, ერთმანეთის მოსმენით და თანამშრომლობით მიიღწევა. მან ძალიან სწორად თქვა, ძალა ერთობაშია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner