17 წლის წინ, 1999 წლის 8 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერ მინისტრად დაინიშნა. ამ თარიღთან დაკავშრებით, სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა "ლევადა ცენტრმა" რუსეთის მოსახლეობაში გამოიკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგად პრეზიდენტის მიმართ რუსეთის მოსახლეობის 17% გულგრილადაა განწყობილი. 2015 წელს გულგრილი მოსახლეობის პროცენტი 10 იყო. 2013 წლის მარტში 22% დაფიქსირდა.
ყველაზე პოპულარული პასუხი პუტინთან დამოკიდებულების კუთხით არის "არ შემიძლია მასზე რაიმე უარყოფითი ვთქვა" - 31%.
29%-ს პუტინისადმი დიდი სიმპატიები ამოძრავებს, რაც 2015 წლის მარტის მონაცემებს ჩამორჩება (37%). პუტინით აღფრთოვანებულია 8%, ის სძულს 1%-ს, ხოლო ანტიპატიურადაა განწყობილი 2%.
პუტინს რუსეთის მოსახლეობის 78% ენდობა, ხოლო 18 - არა. 50%-ზე მეტმა განაცხადა, რომ პუტინთან მიმართებაში მათი მოლოდინები და იმედები გამართლდა. იმედგაცრუებული 23%-ია, ხოლო 15% მასზე არანაირ იმედებს არ ამყარებდა.
პუტინის მთავარ მიღწევად მოსახლეობა რუსეთის შეიარაღებული ძალების რეფორმასა და ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებას თვლის. მისი მიღწევებია ასევე რუსეთის პოზიციების გამყარება საერთაშორისო არენაზე, ეკონომიკური გაძლიერება და მშვიდი პოლიტიკური ვითარების შენარჩუნება. 8% მის მიღწევებს ვერ ხედავს.