logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე ზურაბიშვილზე: მან აშკარად გადაკვეთა „წითელი ხაზები“ მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში და სავსებით გასაგებია მმართველი პარტიის განცხადების ხისტი ტონი
- +

15 მარტი. 2022. 13:25

 

 

ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა რომ ზურაბიშვილისმარგველიზაციავიხილო, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე წერს, მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს.

ქართულმა ოცნებამსაკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღო მის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისათვის. აღარ ჩამოვთვლი დეტალებს

თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაცას აპირებს და თვლის რომ კარების ხმაურით გამოჯახუნება ამის საუკეთესო საშუალებაა, ის ძალიან ცდება. ეს არ ჯდება ევროპულ პოლიტიკურ კულტურაში

გუშინდელი გამოსვლით, სადაც მან აშკარად გადაკვეთაწითელი ხაზებიმმართველ პარტიასთან ურთიერთობაში. სავსებით გასაგებია, რომ ეს რეაგირების გარეშე არ და ვერ დარჩებოდა და ამიტომაც ნურავის გააკვირვებს განცხადების ხისტი ტონი.

ძალიან სამწუხაროა, მეტი რომ არ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ასე უგერგილოდ ასრულებს. არ მინდა რომ ზურაბიშვილისმარგველიზაციავიხილო. მას ჯერ კიდევ აქვს დრო და საშუალება, რომ მისი ურთიერთობები მთავრობასთან კონსტიტუციის ჩარჩოებში და კონფრონტაციიდან თანამშრომლობის კალაპოტში დააბრუნოს, - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner