logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა, გამოიღებს შედეგს და მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს
- +

8 აგვისტო. 2016. 17:02



„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ მისი ღრმა რწმენით, დღევანდელი ხელისუფლების თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა შედეგს გამოიღებს და „მალე გამთლიანებულ საქართველოს ვიხილავთ".


„დღეს 8 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. ვიხსენებთ აგვისტოს დღეებს და უფრო მძაფრდება  ტკივილი.  ტკივილი, რომელსაც აგვისტოს მძიმე დღეებში  თითოეული ქართველი განიცდიდა. მაგრამ, ვიხსენებ აგვისტოს ომში დარუპულ ბიჭებს და სიამაყის გრძნობით ვივსები.  ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ და დავაფასოთ, ის გმირები, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს ტერიტორიული მთლინობა.  მსურს ქედი მოვიხარო დაღუპული გმირებისა  და მათი ოჯახების წინაშე, ვუთხრა მათ მადლობა, რომ ასეთი ღირსეული შვილები აღუზარდეს სამშობლოს.

 

2008 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ნამდვილად ჰქონდა დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი, მაგრამ აღნიშნულმა პერიოდმა ჩვენ, როგორც სახელმწიფოს,  მოგვცა გაკვეთილი,  მომავალში სახელწიფომ აღარ  უნდა დაუშვას ის შეცდომები, რაც დაშვებული იყო 2008 წელის აგვისტოში.

 

არ მინდა აღნიშნული ომი პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო და ამით დავაკნინო ქართველ ჯარისკაცთა თავდადება, მათ აჩვენეს თავგანწირვა და ქვეყნის ერთგულება, რომელიც მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მათი თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის და მალე დასრულდება ოკუპაცია, რომელიც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება.  დეოკუპაციის იმედს მაძლევს მოქმედი მთავრობის მიერ დაწყებული პოლიტიკური კურსი, რომელიც გახლავთ პრაგმატული და რუსეთს სიტუაციის ესკალაციის საშუალებას არ აძლევს, მეორე მხრივ კი საქართველო ეტეპობრივად მიიწევს წინ და ხდება ევროპის ნაწილი. ღრმად გვწამს, რომ მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა, გამოიღებს შედეგს და მალე  ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.  საქართველოს, რომელშიც ბედნიერად ვიცხოვრებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. სწორედ ეს გახლდათ დაღუპული გმირების ოცნება და ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, რეალობად ვაქციოდ მათი ოცნება!" - აცხადებს ქადაგიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner