თბილისის საქალაქო სასამრთლოში კუდ-ის ყოფილი სპეცრაზმელები ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერციის საქმეზე იკითხებიან.
ერთ-ერთმა მათგანმა არსენ პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ 2006 წლის იანვარში ჩატარებულ სპეცოპერაციაში კუდ-ის სპეცრაზმს მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, სპეცრაზმელები სროლის ხმაზე გადავიდნენ შემთხვევის ადგილზე, რის გამოც სპეცრაზმის უფროსის მოადგილე შალვა თათუხაშვილისგან შენიშვნაც მიიღეს, თუ რატომ გადავიდნენ ავტომანქანებიდან ბრძანების გარეშე.
ასევე მოწმემ აღნიშნა, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ დაწერილ ჩვენებებს მოაწერინეს ხელი, თითქოს სპეცოპერაცია კუდ-ის სპეცრაზმმა ჩაატარა.
მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი ახალგაზრდები და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები გიორგი დგებუაძე, შალვა თათუხაშვილი, გურამ დონაძე, დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავაც დაინახეს. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში პერიმეტრს აკინტროლებდნენ, რა დროსაც პეტრიაშვილმა სამი გვამი დაინახა.