logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: იმპიჩმენტზე საუბარი არ არის
- +

15 მარტი. 2022. 15:30

 

 

„იმპიჩმენტზე საუბარი არ არის,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ახალ კონსტიტუციურ მოწყობაში ვცხოვრობთ, სადაც პრეზიდენტის ფუნქციები აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე აქამდე არსებობდა.

 

„ხდება ხოლმე გარკვეული აღრევა იმისა, თუ რა არის პრეზიდენტის ფუნქციები კონსტიტუციიდან გამომდინარე და რა არის მთავრობის ფუნქციები. პრეზიდენტის ბოლო გამოსვლით გამოჩნდა, რომ ის კონსტიტუციით განსაზღვრულ მის უფლება-მოსილებაზე უფრო მეტს ახორციელებდა, სწორედ ამ სიტუაციის დასარეგულირებლად არის მიმართვა კონსტიტუციურ სასამართლოზე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner