logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: პრეზიდენტის გამოსვლით საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - იყო ეს ის დაპირებული ანგარიში თუ არა?! რადგან მის მოხსენებას ნაკლებად ჰქონდა ანგარიშის ფორმა
- +

15 მარტი. 2022. 16:05

 

 

„გაურკვევლობა გამოიწვია მისმა აღიარებამ, რომ ის იმყოფებოდა უცხოეთში, კერძოდ, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოში, ბრიუსელში და არცერთი მისი ეს შეხვედრა მმართველ რგოლთან შეთანხმებული არ ყოფილა. საინტერესოა პრეზიდენტს გამორჩა თუ გამიზნულად არაფრად ჩააგდო კონსტიტუციის მოთხოვნა რომელიც მას ავალდებულებს მთავრობის თანხმობით განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები,“ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

 

მისი თქმით პრეზიდენტის დაგეგმილი წლიური ანგარიშის წარდგენა ვერ შედგა და ახლა მას უწევს განხორციელებულ არაფორმალურ ვიზიტებზე თავის მართლება.

 

„საპარლამენტო მდივანმა გვამცნო, რომ პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს წლიური ანგარიში 5 მარტს უნდა წარედგინა. ანგარიშის წარდგენა გადაიდო და დიდი მოლოდინის შემდეგ გუშინ, ყველამ ერთად მოვისმინეთ პრეზიდენტის პარლამენტში გაკეთებული განცხადებები. ამ გამოსვლით საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - იყო ეს ის დაპირებული ანგარიში თუ არა?! რადგან მის მოხსენებას ნაკლებად ჰქონდა ანგარიშის ფორმა ასევე გაურკვევლობა გამოიწვია მისმა აღიარებამ, რომ ის იმყოფებოდა უცხოეთში, კერძოდ, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოში, ბრიუსელში და არცერთი მისი ეს შეხვედრა მმართველ რგოლთან შეთანხმებული არ ყოფილა. საინტერესოა პრეზიდენტს გამორჩა თუ გამიზნულად არაფრად ჩააგდო კონსტიტუციის მოთხოვნა რომელიც მას ავალდებულებს მთავრობის თანხმობით განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები ფაქტია მოხსენება და ყველაზე ნაკლებად ანგარიში ვერ შედგა. ახლა მას უწევს განხორციელებულ არაფორმალურ ვიზიტებზე თავის მართლება“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner