logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს რეპუტაციული აზიანი მიაყენ
- +

15 მარტი. 2022. 17:11

 

 

„სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს რეპუტაციული ზიანი მიაყენა. საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობა, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანის გამოსვლას მაგონებს, რომელიც ფიქრობს რომ სამყარო მის ირგვლივ ბრუნავს და კანონზე მაღლა დგას“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას რეალობას მოწყვეტილს უწოდებს:

 

„არ ვაკნინებ სალომე ზურაბიშვილის წარსულ მიღწევებს, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მტკიცე, სწორი პოზიცია დააფიქსირა. სამწუხაროდ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მოწყვეტილი იყო რეალობას, ის ცდილობდა საკუთარი პიროვნული რეიტინგი გაზრდილიყო და შეეთავსებინა ფუნქციები რომელიც მას კონსტიტუციით არ აქვს. საქართველოში (დემოკრატიულ სახელმწიფოებში) სახელმწიფო შტოებს შორის ურთიერთობას კონსტიტუცია და კანონმდებლობა განსაზღვრავს, ეს არის მკაცრად გაწერილი უფლებები და ვალდებულება, რომლის დაცვაც თითოეული ადამიანის ვალდებულებაა, კონსტიტუციის ზედმიწევნით დაცვა პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს მოეთხოვება. კონსტიტუციაში პრეზიდენტთან დაკავშირებული ჩანაწერი, იმდენად მკაფიო არის, რომ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად პრეზიდენტი ან მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში და კონსტიტუციური ნორმა არასწორად მიაწოდეს, ან უბრალოდ ჩათვალა, რომ უფლება აქვს დამოუკიდებლად მთავრობასთან შეუთანხმებლად იმოქმედოს, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner