უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ უკრაინისთვის ომისგან მიყენებული ზარალი 500 მილიარდ დოლარად შეაფასა.
მისივე შეფასებით, ზუსტი მონაცემების დასახელება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.