logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: სააკაშვილმა იცის, რომ 2016 წელს არჩევნებში არაფერი გამოუვა
- +

8 აგვისტო. 2016. 17:33



პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „ასავალ-დასავალთან" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც არეშიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" თუ დაინახავს, რომ არჩევნებს დიდი ანგარიშით აგებს რევოლუციის მოწყობას ეცდება.


„სააკაშვილი სახელისუფლო სინდრომით არის დაავადებული და ძალაუფლების გარეშე ვერ ძლებს, ამიტომაც ცდილობს, რომ საქართველოში მისი გუნდი მაქსიმალურად ახლოს დარჩეს ძალაუფლებასთან, რათა სამომავლოდ პლაცდარმი ჰქონდეს.

 

სააკაშვილმა იცის, რომ 2016 წელს არჩევნებში არაფერი გამოუვა, მაგრამ ფიქრობს, რომ შედეგს 2020 წლისთვის მიაღწევს!

 

თუ ნაციონალებმა დაინახეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს დიდი ანგარიშით აგებენ, მაშინ აყვირდებიან, რომ არჩევნები გაყალბდა და თუ სხვა განაწყენებულ პარტიებთან საერთო ენის გამონახვაც მოახერხეს, საპროტესტო ტალღის აგორებასა და რევოლუციის მოწყობას ეცდებიან.

 

ამიტომაც ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს, არჩევნები არ გააყალბოს, პროვოკაციები არ დაუშვას და „ნაციონალებს", სხვა პოლიტიკური ხგუფების სახით, მოკავშირეები არ გაუჩინოს!

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, 9-10 ოქტომბრიდან, შესაძლოა, ქვეყანაში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს",- განაცხადა არეშიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner