logo_geo
eng_logo
ზელენსკი ნატოზე: წლების განმავლობაში გვესმის ღია კარის შესახებ, თუმცა ახლა ასევე მოვისმინეთ, რომ იქ ვერ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ
- +

15 მარტი. 2022. 17:31

 

 

უკრაინის პრეზიდენტმამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უკვე მიახვედრეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება.

 

„გასაგებია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის. ჩვენ ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმის ღია კარის შესახებ, თუმცა ახლა ასევე მოვისმინეთ, რომ იქ ვერ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა გამოაცხადონ, თუმცა აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების ალბათობა მაღალი არ არის.

 

„ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ცა უნდა დაიცვან ისე, როგორც ალიანსის ცა, თუმცა გვესმის, რომ ყოველთვის არის „მაგრამ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner