ანტიდოპინგური სამსახურის ხელმძღვანელის პავლე კასრაძის განცხადებით მოჭიდავეებისთვის უცნობია, თუ საიდან მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი.
„როდესაც ხდება სინჯის აღება, სინჯი იყოფა ორ ნაწილად, "ა" სინჯად და "ბე" სინჯად, თუ "ა" სინჯის შედეგებს არ ეთანხმება მხარე ან საეჭვოს ხდის, ამ შემთხვევაში ტარდება შემოწმება უკვე "ბე" სინჯის. თუ "ბე" სინჯში არ აღმოჩნდა რაიმე დარღვევა, "ა" სინჯიც ანულირდება, ხოლო თუ აღმოჩნდა დარღვევა, შესაბამისად, ხდება "ა" სინჯში აღმოჩენილი დარღვევის დადასტურება. ვინაიდან, სპორტსმენები არ აღიარებენ და მათთვის საეჭვოა შედეგები, ავსტიულ ლაბორატორიას, სადაც ჩატარდა სინჯები, მივმართავთ წერილით, რომ "ბე" სინჯის გამოკვლევა მოხდეს", - განაცხადა კასრაძემ.
შეხვედრაზე მოჭიდავეებს გააცნეს მათი უფლებები, რაც ეხება გასაჩივრებას და სხვა საკითხებს.