logo_geo
eng_logo
სოსო რობაქიძე: ჩემს შვილს ავტომატი დაუდეს!
- +

8 მარტი. 2016. 03:56


„ჩემს შვილს დაუდეს ავტომატი, რომელზეც იძახდნენ, რომ მოახდინა გასროლა და მერე გაქრა ეს იარაღი."- განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გადაცემაში „პრიორიტეტი"  ბუტა რობაქიძის საქმის განხილვის შესახებ საუბრისას.



„წელიწადნახევარი იდო ეს ავტომატი. ვინ მოიტანა ეს ავტომატი? მე ხომ არ ჩავუდე? გამოდის მიქაძე და იძახის, რომ ბანდიტს გაუკეთეს ლიკვიდაცია, იმიტომ, რომ მოახდინა საპასუხო გასროლა.  არც ეს ყოფილა!

 

ცხრა წელი ის კასეტა შენახული ჰქონდა დონაძეს. ცხრა წლის განმავლობაში ვიძახდი, რომ ჩემი შვილი ხელებ აწეული მოკლეს. ეგენი მეუბნებოდნენ, რომ არა! შენა შვილმა გასროლა მოახდინა. მხოლოდ მაგიტომ არის დონაძე დასაჭერი, რომ კასეტას ცხრა წელი მალავდა და გამოძიება შეცდომაში შეიყვანა."- განაცხადა რობაქიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner