logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემი ბედი ცდილობს თავში ამივარდეს
- +

8 აგვისტო. 2016. 17:47


 

ჟურნალ „თბილისელებს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესაუბრა. მან გაიხსენა თავისი მიღწევები და აღნიშნა, რომ ცდილობს ისე იცხოვროს, „თავში არ აუვარდეს":


„მთელი ცხოვრება ვცდილობ, თავში არ ამივარდეს რამე. თანამდებობები, ოქროს მედლები, წარმატებები სულ საპირისპიროს აკეთებს. კომაროველი რომ ვარ, ოქროს მედლით - ეს იყო საფუძველი, თავში ამვარდნოდა ეს ამბავი, მაგრამ, „გადავრჩი". მერე იყო უნივერსიტეტის წითელი დიპლომი, მერე იყო წარმატებული კარიერა. მთელი ცხოვრება მიდის ჭიდილი: ჩემი ბედი ცდილობს, თავში ამივარდეს წარმატება, მე კი ვებრძვი მას. ახლა ეს საშინელი გამოცდა - მინისტრობა. სახიფათო ამბავია და, არ ვიცი, როგორ გავართმევ თავს. ვიღაცები ისე მელაპარაკებიან, როგორც ოლიმპოს მთიდან გადმომდგარს. მთავარია, ახლა გავუძალიანდე ამ თავში ავარდნას, შევინარჩუნო საღი აზრი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს ბრძოლა ჯერ არც წაგებულია, არც - მოგებული", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner