logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: პრეზიდენტის გამოსვლამ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მისი ვიზიტი
- +

15 მარტი. 2022. 19:09

 

 

„პრეზიდენტის გამოსვლამ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზანს ემსახურებოდა მისი ვიზიტი. როდესაც ასეთი ვითარება არის რეგიონში, არავის არ უნდა სჭირდებოდეს იმის შეხსენება, რა ხდება უკრაინაში და როგორ იქცევა რუსეთი,“ - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ნებისმიერ მოქალაქეს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

 

„მაღალი თანამდებობის პირების თითოეული ქმედება უნდა იყოს განსაკუთრებით სიფრთხილით, მით უფრო თუ ეს ეხება საგარეო ურთიერთობების საკითხებს და უკრაინასთან მიმართებით ნებისმიერ განცხადებას. პრეზიდენტი არ წარმოადგენს თანამდებობრივად იმ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

 

პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის დაცვის ერთ-ერთი სიმბოლო, იძახის - „მიუხედავად იმისა, რომ არ მივიღე ოფიციალური დასტური ხელისუფლების მხრიდან, ჩემი პირადი კონტაქტები გამოვიყენე“ - რას ნიშნავს პირადი კონტაქტების გამოყენება, როდესაც ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბარი, პირადი კონტაქტების გამოყენება რომელი ევროპული გზა არის მართლაც საინტერესოა. პირადი კონტაქტების გამოყენება იმისათვის, რასაც არ იძახი შემდგომში, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner