logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ რაღაც პროცესი არასწორი მიმართულებით მიდის, სჯობს ცივილური გზით პროცესი ისევ სწორ კალაპოტში აღმოჩნდეს, ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაც
- +

15 მარტი. 2022. 19:09

 

 

„თუ რაღაც პროცესი არასწორი მიმართულებით მიდის, სჯობს ცივილური გზით პროცესი ისევ სწორ კალაპოტში აღმოჩნდეს, ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაც,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„სახელისუფლებო ინსტიტუტებში მსგავსი ტიპის გაურკვევლობები არ უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ თუ რაღაც პროცესი არასწორი მიმართულებით მიდის, სჯობს, რომ ცივილური გზით ეს არასწორად მიმავალი პროცესი ისევ სწორ კალაპოტში აღმოჩნდეს. ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით ხორციელდება. ცივილური გზა მეთოდია იმისთვის, რომ ყველა პროცესი საკონსტიტუციო სივრცესა და ჩარჩოებში ჩაეტიოს. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ ამ გაურკვევლობას სჯობს ნორმალური წესით გაირკვეს ეს ყველაფერი და რაიმე უფრო მნიშვნელოვანი კრიზისი ამას არ მოჰყვეს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner