„მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავაფიქსიროთ ჩვენი წუხილი, ვისაუბროთ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, ნატოელებთან მომავალი ინტეგრაციის გზაზე და პირველ რიგში, უკრაინის პრობლემატიკაზე,“ - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ უკრაინელებთან და ეს ყველამ კარგად იცის. მე ვიტყოდი, რომ ბოსნია -ჰერცოგოვინაც. ჩვენ სამივე ასპირანტები ვართ. გენერალურმა მდივანმა დაიწყო სერიოზულად მუშაობა ახალი რეალობის გათვალისწინებით, თუ რას ვაკეთებთ და როგორ გაძლიერდეს თანამშრომლობა ასპირანტებთან და უნდა ვიფიქროთ მომავალი ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მალე იქნება მადრიდის სამიტი და გვინდა წინ გადავდგათ ნაბიჯი. ორმხრივად ვმუშაობთ მოკავშირეებთან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელშია. ნატოში ხვალ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების მინისტერიალი გაიმართება. ნატოში სხდომაზე პარტნიორი საქართველო, შვედეთი და ფინეთი მიიწვიეს. მინისტრები უკრაინაზე, რუსულ აგრესიაზე და პარტნიორების დახმარებაზე იმსჯელებენ.