რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პერსონალური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
პერსონალური სანქციები ასევე უწესდებათ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილისა და აშშ-ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს.