ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო შეშფოთებულია, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთმა უკრაინაში პროვოკაცია შეიძლება მოაწყოს, შესაძლოა ქიმიური იარაღით“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
11 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.
„სადაზვერვო ინფორმაციაზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ ქიმიურ საშუალებებს გამოიყენებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
„ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის. ისინი იწყებენ საუბარს, რომ ქიმიური იარაღს უკრაინა ან შეერთებული შტატები ინახავენ, რაც სახიფათოა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.