logo_geo
eng_logo
სახალხო დამცველის მოადგილე საკონსტიტუციიო სასამართლოზე: ეს არის იძულება, ზეწოლა არა რატი
- +

15 მარტი. 2022. 19:25

 

 

„ეს უფრო იძულებაა“, - ასე პასუხობს ომბუდსმენის მოადგილე გია ბურჯანაძე სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილს, რომლის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სახალხო დამცველის მოადგილე ზეწოლას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის დისკრედიტაციას ცდილობს.

 

„წარმოუდგენელი ამბავია. აქაც, დარწმუნებული ვარ, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც სახალხო დამცველის მოადგილე ზეწოლას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის დისკრედიტაციას ცდილობს!“ - წერს იონათამიშვილი.

 

რატი იონათამიშვილი გია ბურჯანაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც იგი წერდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არადამოუკიდებელი მოსამართლეები კონსტიტუციას ისე განმარტავენ „როგორც მამას უნდა“.

 

„დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს არადამოუკიდებელი მოსამართლეები კონსტიტუციას ისე განმარტავენ „როგორც მამას უნდა“. ეს არის ირაკლი კობახიძის წიგნიდან ამონარიდი“, - წერდა გია ბურჯანაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner