logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი 80 ხმით დაუჭირა
- +

15 მარტი. 2022. 20:15

 

 

პარლამენტმა  პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა „გარემოსდაცვითი  შეფასების კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, პაკეტი ინსტიტუციურ ცვლილებებს ითვალისწინებს და ეხება კოდექსის ყველა იმ მუხლს, სადაც გაწერილი იყო სამინისტროს კომპეტენციები გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში.

 

„კანონპროექტის მიღების შედეგად, სისტემაში ჩამოყალიბდება ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს, გააუმჯობესებს და უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“,- განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს იმ სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რომლის მიღებაც სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს კოდექსიდან გამომდინარე, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია-მოვალეობები გადაეცემა სააგენტოს, რომელიც გარემოზე ზემოქმედების პროცესის ეფექტიან და სწორ იმპლემენტაციას მოახდენს პრაქტიკაში. რომ ცალკეული ფუნქციების შესრულების ნაწილში, კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ჩართულობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner