logo_geo
eng_logo
პარლამენტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მუსაობს
- +

15 მარტი. 2022. 21:11

 

 

პარლამენტმა  მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი და  მხარი  86 ხმით  დაუჭირა.

 

კანონპროექტით, განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები. აღნიშნული კანონით წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები და დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები.

 

კანონპროექტში მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. ასევე, დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.

 

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოა განსაზღვრული.

 

პირველი მოსმენის შემდეგ  კანონპროექტის რიგ მუხლებში შევიდა ტექნიკური ცვლილებები, დაიხვეწა ტერმინოლოგია, დაზუსტდა კანონპროექტის რეგულირების სფერო და განიმარტა, თუ რომელ მარეგულირებელ ორგანოს არ შეეხება რეგულირების თავი. კანონპროექტში გაჩნდა ახალი მუხლი დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ.

 

კანონპროექტი, ინიცირებულ ვერსიასთან შედარებით, შინაარსობრივად კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს და გასწორდა დირექტივებთან მიმართებაში არსებული უზუსტობები.

 

„დღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა და სიმბოლურად ემთხვევა ამ კანონპროექტის მეორედ მოსმენით განხილვა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner