საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას მხარს არ უჭერს.
„მე უზომოდ ვცემ პატივს იმ მოთხოვნებს, რომელიც წამოგვიყენეს. ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია, თუმცა გადაწყვეტილება მივიღეთ, რუსეთთან ომში არ ჩავებათ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთისა და ევროკავშირის პრიორიტეტია რუსეთისთვის ყველაზე მასშტაბური სანქციების დაწესება, უკრაინის ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის იზოლირების დიპლომატიური ინიციატივა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა მოსკოვში ან კიევში გამგზავრების შესაძლებლობა, თუმცა არა უახლოეს დღეებში.