logo_geo
eng_logo
მაკრონი უკრაინის ცის დახურვაზე: ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია, თუმცა გადაწყვეტილება მივიღეთ, რუსეთთან ომში არ ჩავებათ
- +

15 მარტი. 2022. 21:21

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას მხარს არ უჭერს.

 

„მე უზომოდ ვცემ პატივს იმ მოთხოვნებს, რომელიც წამოგვიყენეს. ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია, თუმცა გადაწყვეტილება მივიღეთ, რუსეთთან ომში არ ჩავებათ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთისა და ევროკავშირის პრიორიტეტია რუსეთისთვის ყველაზე მასშტაბური სანქციების დაწესება, უკრაინის ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის იზოლირების დიპლომატიური ინიციატივა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა მოსკოვში ან კიევში გამგზავრების შესაძლებლობა, თუმცა არა უახლოეს დღეებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner