logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 460 მილიონს გადააჭარბა
- +

15 მარტი. 2022. 21:41

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 460 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 460 418 480 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 048 612 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ბოლო 28 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა (5 766 129) სამხრეთ კორეაში გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გერმანიაა (4 841 820), მესამეზე კი ვიეტნამი (3 837 165).

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner