logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი მომდევნო კვირას ევროპას ვიზიტით ეწვევა
- +

15 მარტი. 2022. 21:52

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მომდევნო კვირას ევროპას ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

 

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 24 მარტს ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს სამიტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner