logo_geo
eng_logo
ჯონ კერი: აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
- +

8 აგვისტო. 2016. 18:10



აშშ-ის სახელმწიფო მდივამა ჯონ კერიმ აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.  


კერიმ განაცხადა, რომ მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და მილიტარიზაცია.

ჯონ კერის განცახდებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.


„ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნება კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა", - განაცხადა კერიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner