საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარესთან, სენატორ რონ ჯონსონთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ამ ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება და მისი გავლენა საქართველოზე, რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.