„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთსა და უკრაინაში ჩავა“, - ამის შესახებ Anadolu თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით წერს.
პრეზიდენტის თქმით, ოთხშაბათს ჩავუშოღლუ მოლაპარაკებებს მოსკოვში, ხუთშაბათს კი უკრაინაში გამართავს. თავად ერდოღანი კი ხვალ თავის პოლონელ კოლეგას, ანდჯეი დუდას შეხვდება.
10 მარტს მევლუთ ჩავუშოღლუ შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა.