„ქალაქის შემოგარენში რუსულ ბლოკპოსტებზე ვითარება იცვლება. ახლა ქალაქ მიკოლაევში ჩვენ უკვე გვესმის აფეთქებების ინტენსიური ხმა. ვითარება უკეთესია ვიდრე გუშინ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ქალაქის დაბომბვის შესაძლებლობას. მშვიდობიან მოქალაქეებში უფრო მეტი მსხვერპლია. ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს ეომებიან. ამჟამად მასობრივი ევაკუაცია არ მიმდინარეობს“, - განაცხადა მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, გიორგი რეშიტილოვმა.
ამასთან, მან ყველას, მათ შორის საქართველოს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის.
„საქართველოს ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველას ვინც გვეხმარება რთულ დროს. საქართველოს და ასევე სხვა ქვეყნების გვეხმარებიან, რომ მყარად ვიდგეთ. ბევრად მძიმე მდგომარეობა გვექნებოდა რომ არ გვეხმარებოდნენ. დიდი მადლობა დახმარებისთვის“, - განაცხადა რეშიტილოვმა.