logo_geo
eng_logo
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ
- +

15 მარტი. 2022. 23:38

 

 

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ავრცელებს.

 

ეს ომი სასტიკი ტირანის შედეგია, რომელიც თავს ესხმის დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებსა და საავადმყოფოებს უკრაინაში! შედეგად, მსოფლიომ დაკარგა უსაფრთხოების გრძნობა და უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ ის ტრაგედია, რომელიც ხდება აღმოსავლეთში, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ, რომელსაც კიევში თან ახლავს პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner