„ერთ გადაბრუნებულ სიტყვაზე რუსეთუმე რომ ხარ გასაგებია, დაბადების დღის მილოცვასაც თუ ამ კატეგორიაში გაიყვანდა უწიგნურთა და უნიჭოთა ტელევიზია, არ ველოდი“,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ჩანაწერს. როგორც ფოჩხუა წერს, „ეტყობა ეგონათ იარაღის შექმნაზე და პუტინისთვის ფარულად მიწოდებაზე ჰქონდა კომუნიკაცია ორ მეგობარს“.
„მერე რა, რომ ივანიშვილს ბევრ ქვეყანაში ჰყავს მეგობარი და ამ „ტელე-ქილერებისგან“ განსხვავებით დიდ პატივსაც სცემენ. მერე რა, რომ ევტუშენკოვი პუტინისგან სამაგალითოდ დასჯილი ბიზნესმენია, შინაპატიმრობა აქვს გამოვლილი და ქონება წართმეული. აქ მთავარია რუსული გვარი და რუსულად მილოცვა დაბადების დღეს. რას დაემსგავსნენ ეს მართლა გონებაშეზღუდულები, ერთ უცხო სიტყვას ვერ იმახსოვრებენ და რა რუსული ტექსტი თარგმნონ. ეტყობა ეგონათ იარაღის შექმნაზე და პუტინისთვის ფარულად მიწოდებაზე ჰქონდა კომუნიკაცია ორ მეგობარს“, - წერს ფოჩხუა Facebook -ზე.