logo_geo
eng_logo
უკრაინული მედიის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად ოფიციალურად აღიარება სურს, ინიციატივას მხარს უჭერს საქართველოს დელეგაციაც
- +

16 მარტი. 2022. 00:23

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად ოფიციალურად აღიარება სურს. შესაბამის რეზოლუაციას დღეს განიხილავენ.

 

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რეზოლუციის ტექსტი ითვალისწინებს 1992 წელს რუსეთის მხრიდან მოლდოვის წინააღმდეგ აგრესიისა და რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის ოკუპაციის აღიარებას.

 

ამ ინიციატივას მხარს უჭერენ ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის დელეგაციები.

 

რეზოლუცია არსებული სახით თუ დამტკიცდება, ეს იქნება ევროპის საბჭოს პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც დნესტრისპირეთი იქნება მოხსენიებული, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner